ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირების მე-7 დღიდან ვირუსის გადადება არ ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მე-7 დღიდან ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადება არ ხდება.

“საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებენ, რომ მე-7 მე-8 დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის. რომც იყოს ვირუსი, მისი კონცენტრაცია და მისი გადამდებლობა აღარ აღინიშნება. ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დაგროვდა. საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ტესტირების ფონზე, 8 დღემდე კარანტინის ჩამოსვლის, რაც ნიშნავს, რომ მე-8 დღეს ადამიანს უკეთდება PCR ტესტირება; თუ უარყოფითია, ის გადის კარანტინიდან, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს PCR ტესტირება და შემდგომ განაგრძოს მოძრაობა. ეს არის დღევანდელი ალგორითმი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები