გია გაბრიჭიძე – პრემიერმინისტრად სააკაშვილის კანდიდატურაზე: პიარის სრული დეგრადაცია, მსგავსი დაპირება მხოლოდ ორიოდ მხარდამჭერს თუ გაამხნევებს

“რაში სჭირდებათ ეს მარაზმი? პასუხი მარტივია – ისინი ემზადებიან არა არჩევნების მოსაგებად, არამედ – დესტაბილიზაციისა და არსეულობის მოსაწყობად, რასაც სიტუაციის მომზადების მიზნით მუდმივად ეწევიან ნაცტელევიზიები მათი გაულაიტერის, ნიკა გვარამიას მეთაურობით”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია გაბრიჭიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ პრემიერმინისტრად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებას.

მისი თქმით, “გამოსავალი ერთია – სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება და საზოგადოების მხრიდან ამ ნაძირლების სრული იგნორი.”

„ნაცების” მიერ პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება ორ ჭრილში განიხილება:
1. ისინი აბსოლუტურად არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც მსგავსი აბსურდი სრულიად წარმოუდგენელია მოქალაქეობის არქონიდან დაწყებული, ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწვეტილებებით დამთავრებული.
2. პიარის სრული დეგრადაცია, რომელიც ყველა ნიშნულს ქვემოთ იმდენად დავარდა, რომ მსგავსი დაპირება მხოლოდ ორიოდ მხარდამჭერს თუ გაამხნევებს და ვერანაირად ვერ იმოქმედებს ჯერ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე.
ბუნებრივია, ისმის სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა – რაში სჭირდებათ ეს მარაზმი?
პასუხი მარტივია – ისინი ემზადებიან არა არჩევნების მოსაგებად, არამედ – დესტაბილიზაციისა და არსეულობის მოსაწყობად, რასაც სიტუაციის მომზადების მიზნით მუდმივად ეწევიან ,,ნაცტელევიზიები,, მათი გაულაიტერის, ნიკა გვარამიას მეთაურობით.
გამოსავალი ერთია – სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება და საზოგადოების მხრიდან ამ ნაძირლების სრული იგნორი”, – წერს გია გაბრიჭიძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები