ლევან რატიანი: შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანლის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რატიანის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჯერჯერობით, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები