მირიან ნიკოლაძე: გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული

“გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„ყველამ ნახეთ ჩანაწერები, ბუნებრივია, აქედან ნათელი გახდა, რომ ტყუილად არავინაა დაჭერილი, დაჭერილი არიან გიორგის მკვლელები. ეს ცალსახა გახდა, იგივე არასრულწლოვნის საუბრიდანაც, რომელიც ამბობს რომ შეეცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო დაწყნარება, გაშველება თუ მსგავსი რამ. ანუ, მიუთითა პირდაპირ, რომ გიორგის სცემდნენ მისი თანხმლები პირები და შესაბამისად, მათ მოკლეს გიორგი. თქვენ, ასევე უსმინეთ რევაზიშვილის შიშებს რომ ჩანთაზე არ ამოსულიყო დნმ-ი. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ 16-17 წლის მოზარდი ეტრაბახება თანატოლებს, თუ როგორ დააყენებს მამამისი სისხლის გუბეებს გარეთ”,- განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მედიაში ბრალდებულების საპატიმრო საკნებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერი გუშინ გავრცელდა, სადაც დაკავებული არასრულწლოვანი – ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები