ჩოხატაურში, კორონავირუსი სამი თვის ბავშვს დაუდასტურდა. ის ჩოხატაურში იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნება. მალე მოხდება მისი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა.
შეგახსენებთ, გუშინ ჩოხატაურში მცხოვრებ 21 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდა.