გიორგი ვოლსკი: პასუხის გაცემა გვარამიას ამ “ფეიკ ნიუსზე” ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სიცრუეა

“კი ამბობს, რომ თვითონ ქრისტეს გზას მიჰყვება და ჩვენ ბარაბას გზას ვადგავართ, მაგრამ რეალურად მე მგონი, ცოტა ავადმყოფურიც აქვს თავის ყოველდღიურ შეფასებებში”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ, ფეიკ ნიუსს” და განაცხადა, რომ გვარამია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, განსაკუთრებით – იმ ხალხისათვის, ვინც დეტალებში შეიძლება, ვერც ერკვევა.

“პასუხის გაცემა გვარამიას ამ “ფეიკ ნიუსზე” ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, მაგრამ უნდა ითქვას, სიცრუეა, ტყუილია და ეს ადამიანი შეპყრობილია, მაგრამ რითია შეპყრობილი, ნამდვილად არ ვიცი. კი ამბობს, რომ თვითონ ქრისტეს გზას მიჰყვება და ჩვენ ბარაბას გზას ვადგავართ, მაგრამ, რეალურად, მე მგონი, ცოტა ავადმყოფურიც აქვს თავის ყოველდღიურ შეფასებებში.

მართლაც გრანდიოზობის მანიით არის შეპყრობილი ეს ადამიანი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, განსაკუთრებით – იმ ხალხისათვის, ვინც დეტალებში შეიძლება, ვერც ერკვევა. და ავრცელებს ფეიკ-ფოტოგრაფიას, ფეიკ განცხადებას, თითქოსდა, რომელიმე ოჯახის წევრი ლაპარაკობს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. რეალურად რასაც აკეთებს, ის არ ვიცით ყველამ, მისმა გუნდის წევრებმა არ იციან, კონკრეტულმა ადამიანებმა არ იციან რამდენი რამ აქვს გაკეთებული და ძალიან თავმდაბალი ოჯახია, წესიერი ხალხია და საამაყო ქართველები არიან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები