გიორგი ვოლსკი: კომედიური ჟანრიდან შეიძლება, მოვიყვანოთ მაგალითები, როდესაც ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს ჩაკეტავს სახლში პანდემიის მიზეზით და თავის მომხრეებს გამოუშვებს გარეთ ხმის მისაცემად

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ “კომიკური” უწოდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ პანდემია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება, გამოიყენოს წინასაარჩევნოდ.

მისი თქმით, ეს იგივე ჟანრია, როდესაც 500 მეტრიდან შეუძლია, კოორდინატორს შეაცვლევინოს ამომრჩეველს აზრი.

“ეს არ არის მოგონილი, ამას რეალურად ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თვალდაბინდებულებს ჭკუა არ მოეკითხებათ.

როგორ შეიძლება, ხელისუფლება სარგებლობდეს ამ უბედურებით, რომელმაც მთელი მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ან ხელისუფლება როგორ შეიძლება, სარგებლობდეს ეკონომიუკური სიდუხჭირით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც სწორედ იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშია ოკუპირებული, რომლებიც დღეს ამ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ყურადღების გადატანა არის მთავარი ამოცანა, როდესაც ამათი ჩადენილი ბოროტების უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რაც დღეს ძალიან მძიმედ გვაწევს კისერზე არა მარტო ხელისუფლებას, არამედ – ნებისმიერ ოჯახს საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები