ეკატერინე ტიკარაძე: ჩაქვის „ოაზისში“ გუშინ ავიღეთ 800-ზე მეტი ტესტი, დღის მეორე ნახევარში ველოდებით პასუხებს

“ჩაქვის „ოაზისში“ გუშინ ავიღეთ 800-ზე მეტი ტესტი, დღის მეორე ნახევარში ველოდებით პასუხებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დამსვენებლების მიმართ როგორი სტრატეგია იქნება.

„დღეის მდგომარეობით, 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩაქვის „ოაზისში“ გუშინ ავიღეთ 800-ზე მეტი ტესტი, დღის მეორე ნახევარში ველოდებით პასუხებს. პასუხების შედეგად, მივიღებთ უკვე შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია დამსვენებლების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „დონას“ კლასტერში ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი. გამოვლენილ იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

„დრიმლენდ ოაზისში“ კორონავირუსი გუშინ ერთ ექიმს დაუდასტურდა. სასტუმრო ამ დრომდე ჩაკეტილია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები