რომან გოცირიძე: პრემიერობის ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში

“პრემიერობის  ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იქნება კოალიციური ხელისუფლება და ყველაფერი კარგად განაწილდება.

„კოალიცია არის კომპრომისების ხელოვნება, ბევრი რამ ვისწავლეთ. საუბარია იმაზე, რომ თანამდებობებს ვერ ინაწილებენ და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება მთავრობის სახით ყალიბდება. მინისტრი არის თანამდებობა. გინდა თუ არა, საბოლოოდ, კოალიცია დადის მთავრობის შემადგენლობამდე და ეს არის ნორმალური. საუბარი არ არის ენის მოჩლექვით. ხელისუფლებას ვქმნით, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს. ასეა კონსტიტუციით. კონსტიტუციით არის მინისტრთა კაბინეტი და კონსტიტიციურ პროცესში ვმონაწილეობთ, დანარჩენი დემაგოგიაა. იქნება კოალიციური ხელისუფლება და ყველაფერი კარგად განაწილდება. მთავრობას ეყოლება პრემიერი და მინისტრები. ყველა პარტია თავისი ჩრდილოვანი კაბინეტით უნდა გამოდიოდეს, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებისას, რადგან დათვალიერებაა სახეებისა და იდეების.  პრემიერობის ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში. დღეს 3 სექტემბერია, სამს დაუმატეთ სამი -ოთხი და ამ ვადებში გაიგებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები