გიორგი ვოლსკი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება

“ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.​

მისი თქმით, ხელისუფლება არა მარტო განწყობილია, არამედ სრული რესურსი აქვს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით.

„საარჩევნო ცვლილებები, ზომების გამკაცრება, თუკი ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა არჩევნების წინ, არც უნდა იყოს საჭირო დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მიერ ამის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, რომ პასუხი გავცეთ მათ ამ ბრალდებებს და არამარტო ბრალდებებს. ზოგადად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება ვიდრე იყო გუშინ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება არა მარტო განწყობილია არამედ, სრული რესურსი აქვს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები