„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს.
„ჩვენ ვიცით გასაღები სოხუმისა და ცხინვალის, ამიტომ, ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ აჭარა თურქებისგან. რატომ ვართ ამ ეზოში? დაიცავით დედა ეკლესია და პატრიარქი, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა. პატრიარქს ღიად ებრძვიან ვითომ მეუფე პეტრეები, სააკაშვილები. 110 სკამია აქ და 400 კაცი ფეხზე დგას, სწორედ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენს შეხვედრაზე“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა მიმართვისას.
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.