სალომე ზურაბიშვილი ჯარისკაცებს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ჯარისკაცებს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ულოცავს.

„გლობალური საფრთხეების ზრდასთან ერთად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა.

ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მათ მიერ სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად 31 აგვისტოს გაემგზავრა და სწორედ ამ დღეს აღინიშნება თავდაცვის უწყებაში მშვიდობისმყოფელის დღე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები