ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და „Georgian climbers club“ – ის ორგანიზებით, „ცოცვის ფესტივალი – 2020“ გაიმართა

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და „Georgian climbers club“ – ის ორგანიზებით, „ცოცვის ფესტივალი – 2020“ გაიმართა, სადაც 12 გამარჯვებული გამოვლინდა.

ღონისძიებას სვერის სათავგადასავლო ბანაკმა უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა 80-მდე პროფესიონალმა და მოყვარულმა მეკლდეურმა მიიღო. შეჯიბრებაზე, როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, ასევე უცხო ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

„Georgian climbers club“ – ის წარმომადგენლის, გუგა დაბრუნდაშვილის თქმით, ფესტივალის მიზანია, ექსტრემალური სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

„დღეს, სვერის სათავგადასავლო ბანაკმა „ცოცვის ფესტივალ -2020“-ს უმასპინძლა, სადაც 80-მდე მეკლდეურმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ 12 გამარჯვებული გამოავლინა და მათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის. „ცოცვის ფესტივალი“ ექსტრემალური სპორტის ერთერთი წამყვანი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა“, – განაცხადა „Georgian climbers club“ – ის წარმომადგენელმა, გუგა დაბრუნდაშვილმა.

ფესტივალის მონაწილე, ნათია ზვიადაძე აღნიშნავს,რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ახალგაზრდების განთვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ საერთაშორისო დონის ღონისძიებისთვის. მსგავსი ტიპის ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობასა და სპორტის მიმართ ინტერესს, ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის“,- განაცხადა ზვიადაძემ.

მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას ადგილზე არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. ხის კოტეჯები და საქემფინგე ზონა კარვებით, ასევე მოსასვენებელი, საპიკნიკე და საბავშვო სივრცეები. კაფე ბარი, DJ,მრავალფეროვანი თამაშები,მეგობრული და განმტვირთავი გარემო დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის გენერალური სპონსორია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები