პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას ზუგდიდიდან იწყებს, რადგან სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისა და წარმატების გზაზე.

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას პარტიის თავმჯდომარე – ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი – მარიამ ჯაში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი – ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.

„ზუგდიდში, ბატონ ჯამბულთან ერთად, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რაც იქნება არამხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, არამედ ზუგდიდისა და მთლიანად სამეგრელოს წარმატება უკეთესი მომავლისათვის. ჯამბულ ნაჭყებია გახლავთ სწორედ ის კანდიდატი, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ჩვენი საზოგადოების წინსვლას.ბატონი ჯამბული იბრძოლებს როგორც მეგრული, ასევე სვანური ენის დასაცავად”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ჯამბულ ნაჭყებია არის ისტორიკოსი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი 25 წლიანი გამოცდილებით. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით გაეროს, ევროკავშირის, USIAD, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და საქართველოს 7 რეგიონში განხორციელებულია საგანმანათლებლო და განვითარებითი პროექტები.

დღესვე პარტიამ ზუგდიდის რეგიონული ოფისი გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები