ხაშურის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი ჭაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. ჭაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და დაიხრჩო.

როგორც “რეგიონული კვირასთვის ” გახდა ცნობილი, გარდაცვლილები სოფელ რუისში მცხოვრები ძმები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით , წყლის გასასუფთავებლად ჩასული ახალგაზრდები შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს.

“ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ. ჭიდან უკვე ამოყვანილია ორივე მამაკაცის ცხედარი”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები