ბანძაში “ბანძის სიონობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბანძის სიონობა და დეკანოზ ანტონ კეკელიას 100 წლისთავი აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სამეუფეო წირვა აღევლინა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დეკანოზ ანტონ კეკელიას საცხოვრებელი სახლის ეზოში კონფერენცია გაიმართა, სადაც ისაუბრეს დეკანოზის მოღვაწოებაზე. დეკანოზი ანტონი ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული რეგიონში არაერთი სკოლის და გიმნაზიის გახსნა. ის ზრუნავდა არა მარტო თავის მრევლზე, არამედ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებზე, კერძოდ ბანძაში მცხოვრებ ებრაელებზე.

“დღის ბოლოს, კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „ერისიონი“, „სუხიშვილები“, თიკა მახალდიანი, ბორის და სოფო ბედიები, ანსამბლი „გორდელა“, ირაკლი ფირცხალავა, ხატია ჯიქიძე, ადგილობრივი ფოლკ-ჯგუფიჭყონდიდი“, ანსამბლები „იმედი“, „სამა“, „კოლხიდა“ და სხვა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია, მერის მოადგილე-  აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსი გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები