რუხის კლინიკაში მოთავსებული ერთერთი ინფიცირებული სასტუმრო „ზუგდიდი თაიმში“ იყო დაბინავებული

ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა სასტუმრო “ზუგდიდი თაიმში” იყო დაბინავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს მეპატრონე, სოფიო ხუბულავა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს.

ხუბულავას განცხადებით, სასტუმროს თანამშრომლები ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

“ჩვენთან იყო ქალბატონი დაბინავებული. სულ ორი კვირის გახსნილია სასტუმრო გამარჯვების ქუჩაზე. საღამოს მოვიდნენ ეპიდემიოლოგები და ეს ქალბატონი გადაიყვანეს. ჩვენთვის უცნობია მას დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი, თუმცა ჩვენ მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ყველა თანამშრომელი გადავიდეს თვითიზოლაციაში, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ”,- განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 29 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა, საიდანაც ერთი დადებითია, ხოლო დანარჩენი 268 ნიმუში უარყოფითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები