ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მე-3, მე-6 და ალერტკარის საჯარო სკოლებში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიგა ფარულავა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მესამე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, ხოლო მე-6 და ალერტკარის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება ხორციელდება.

“მესამე საჯარო სკოლას წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები