ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

ზუგდიდი – წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ლიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა, მაკა მალანიამ განუცხადა, ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“მოზარდს ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია, ლაპარატომია – სპელექტომია, გადმოყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გამოძახებულ იქნა კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფი გადაყვანილ იქნა ციციშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში, თბილისში”, – განაცხადა მალანიამ.

ცნობისთვის, დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე მოზარდს ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე დღეს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები