“მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში” – ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ექიმებს შეხვდა

ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში, რომელიც ყველა პრობლემას გააჟღერებს საკანონმდებლო ორგანოში , – ასე მიმართა ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან, ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მედიკოსებს.

მოწერელიას თქმით, ის პრობლემები, რისი მოგავრებაც მედიკოსებმა დღევანდელ შეხვედრაზე მას სთხოვეს, ნაწილი მათგანის მოგვარება უკვე დაწყებულია.

მოწერელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგებლებს, პანდემიის პერიოდში გაწეული პროფესიული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

“მედიკოსების პროფესიონალიზმით და მათი პასუხისმგებლობით მოხდა საფრთხის თავიდან აცილება და მართვა პანდემიის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოიკვეთა პრობლემები, ეს არის სამშობიარო სახლის არარსებობა, ამბულატორიების საჭიროება, იცით თქვენ, რომ მუნიციპალიტეტში 5 ამბულატორია აშენდა, თუმცა კოვიდინფექციიდან გამომდინარე ამბულატორიების მშენებლობა შევაჩერეთ, რომელიც უახლეს მომავალში აუცილებლად განახლდება. ასევე მედიკოსებმა ითხოვეს საყოველთაო ჯანდაცვის 100%-იანი დაფინანსების მედიკოსებზე გავრცელების საკითხის დაყენება. ეს არის ის საკითხები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოყვება”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მედიკოსებთან შეხვედრა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები