მარტვილის მუნიციპალიტეტმა ლენტეხს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ტვირთი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგოლავამ თავად ჩაიტანა.
როგორც ბადრი ლიპარტელიანმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ასეთი ქმედება მისაბაძია და ადამიანებს მომავლის იმედს უსახავს
“ასეთ დროს სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები გრძნობენ რომ მარტო არ არიან, მადლობა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას ასეთი ნაბიჯისთვის”, – განაცხადა ლენტეხის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები