ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საშინაო საქმეებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პრემიერმა ევროკავშირ-საქართველოს ფარგლებში სავიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის მადლიერება გამოხატა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით, არსებული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. . როგორც ევროკომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, კომისია უახლოეს დღეებში გაეცნობა ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გაზაფხულზე იგეგმება შემფასებელი კომისიის ვიზიტი საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები