კისისხევში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 520 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 582 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინმა” განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები