ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ცენტრალურ მაგისტრალზე საერთაშორისო სტანდარტების სატრანსპორტო პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა

სამტრედიაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ცენტრალურ მაგისტრალზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო პროფილაქტიკური ცენტრი ,,ჯი ბი მექანიქსი” გაიხსნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის მიზანი იმ პრობლემების აღმოფხვრა და სერვისის მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევა საშუალოდ და დიდი ზომის ტრანპსპორტის ხარისხიანი მომსახურების მიმართულებით.
სერვისი მოიცავს მიკროავტობუსების, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის სრული მომსახურებას.

პირველ ეტაპზე ,,ჯი-ბი მექანიქს” 30-მდე თანამშრომელი ყავს დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები და ჯამური ინვესტიცია 2 მილიონ ლარამდეა.
სერვის-ცენტრის გახსნას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ,,ჯი-ბი მექანიქსი”-ს მმართველი პარტნიორი შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები