ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 147 ნიმუშიდან “კოვიდ19” არცერთს დაუდასტურდა

26 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 147 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა – ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ეპიდემიოლოგებმა ცხელების ცენტრებიდან, საკარანტინე სივრცეებიდან, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები და ეპიდკერაში მყოფი ადამიანები გამოიკვლიეს.

ამჟამად საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 5 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მურნალობას, მედიკოსების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი მატი განმეორებითი ტესტირების პასუხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები