გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და ეს ძალიან სამწუხაროა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, რაც მისივე შეფასებით სამწუხაროა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. მათ გატეხეს სიტყვა, მათ დაარღვიეს შეთანხმება, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.