თერჯოლაში საბავშვო ბაღების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, საბავშვო ბაღების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ნინო ჯანელიძე, მერის მოადგილე – მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი – მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – გურამ თურქაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ – გოდერძი თურქაძე, საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – სოფიო ბუსკივაძე ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლებსა და საბავშვო ბაღების დირექტორებს მე-3 ბაღის ეზოში შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია. განიხილეს შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ბაღების გათბობის სეზონის მზადებასთან დაკავშირებული და სხვა აქტუალური საკითხები.

დირექტორებმა ერთერთ პრობლემურ საკითხად შეშით გათბობა დაასახელეს. ლაშა გოგიაშვილმა პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს საკითხს და ყველა ბაღი ეტაპობრივად გათბობის ცენტრალურ სისტემაზე გადავა.

ბაღების ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ლაშა გოგიაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტისა და ასევე, პანდემიის დროს გაწეული დახმარებისათვის.

ცნობისთვის, თერჯოლაში არამალფუჭებადი პროდუქტები 1189 აღსაზრდელს ორ ეტაპად დაურიგდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117, 687 ლარი შეადგინა.

ლაშა გოგიაშვილმა ასევე მშობლიური მესამე ბაღი დაათვალიერა, არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოგვარების პირობა მისცა.

“მიმდინარე წელს 3 საბავშვო ბაღში – ჩხარის, ჭოგნარისა და კვახჭირის ბაღებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოეწყო სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სველი წერტილების პრობლემა მოგვარებულია, რაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციების დასაცავად ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

26 ბაღიდან 6 თანამედროვე სტანდარტებით აიგო ბოლო წლებში. მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო ქალაქის სამივე ბაღის, ღვანკითისა და ბარდუბნის ბაღების რეაბილიტაცია და 6 ბაღის სახურავის შეცვლა, მაგრამ პანდემიის გამო პროცესები დროებით შეფერხდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბაღი უზრუნველყოფილია ცხელი წყლით, ხოლო სამზარეულო, სასაწყობე ფართი, სველი წერტილები თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა მოწყობილი”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელის, მაია თორთლაძის განცხადებით, თერჯოლის 26 საბავშვო ბაღის 54 სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც 1160 აღსაზრდელია დარეგისტრირებული, მზადყოფნაშია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით განაახლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები