თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ბიზნესს დამატებით 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა. შედეგად, ბიზნესს მიეცემა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით განსახორციელებელი რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, თურქეთში საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 2316- ზე მეტმა პირმა მიიღო. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 1333 – ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ბათუმსა და ქობულეთის ბულვარში მიმდინარე უფასო PCR ტესტირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისა და პრევენციის მიზნით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები