მესტიის მერი: ტესტირების მეორე ეტაპი გრძელდება, რის შემდეგაც მესტიას “წითელი ზონის” სტატუსი მოეხსნება

უკვე ჩატარებულია 5000-ზე მეტი პირველადი ტესტის ნიმუში და ყველა მათგანი უარყოფითია. რისკ ზონებში კი ტესტირების მეორე ეტაპი გრძელდება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

“უკვე ჩატარებულია 5000-ზე მეტი პირველადი ტესტის ნიმუში და ყველა უარყოფითია. რისკ ზონებში ტესტირების მეორე ეტაპი გრძელდება , რის შემდეგაც მესტიას “წითელი ზონის” სტატუსი მოეხსნება. ხოლო 2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება”, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ზემო სვანეთში კორონავირუსის სულ 36 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები