სოფელ ხაბუმეში თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა აშენდება

სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ნუკრი ხასია ადგილზე გაეცნენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა, რის გამოც მოხდა ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი და სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობდა.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ , თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს.
სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები