შალვა კერესელიძე: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია​ ციხისძირის,ქსანის, კამპანიანატახტარის და ზედა წეროვნის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაასრულა.

შალვა კერესელიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეიდან, ქალაქ მცხეთის მოსახლეობის პრობლემების გაცნობას იწყებს .

კერესელიძის თქმით, სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია და მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების ბიუჯეტში წყლის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა პრიორიტეტულ საკითხებს შორის პირველ ადგილზეა.

“ათობით სოფლის ასობით მოქალაქესთან შეხვედრის დროს ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სოფელში მცხოვრებლებს აწუხებთ. მე მათ დავპირდი, რომ ჩემი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემებს, ეტაპობრივად მოვაგვარებ, ერთერთი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის მოსახლეობისთვის მიწოდებაა. ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომდევნო წლების ბიუჯეტების პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში წყლის პრობლემის მოგვარება პირველ ადგილზეა,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები