ვინ არის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ აგენტად შერაცხული ადამიანი

„აიღეთ ჩემი მანქანის ფოტოები თქვენი კედლიდან და ნუ მაბრალებთ სისულელეებს”, – ფოთში მცხოვრები მინდია ბარამია “ტაბულას” რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს და „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ქალბატონო თამარ, მე მინდია ვარ ფოთიდან. ვმუშაობ ფოთის მერიაში, თქვენი გამოქვეყნებული მანქანა ჩემი პირადი საკუთრებაა. გთხოვთ აიღოთ ჩემი მანქანის ფოტოები თქვენი კედლიდან და ნუ მაბრალებთ სისულელეებს”,-წერს “ფეისბუქმომხმარებელი” სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები კომენტარით, თითქოს მას ოპერატიული მანქანა მიჰყვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები