აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის ერთი არის ე.წ ,,ჰავანას“ კონტაქტი, რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც სამკურნალოდ თავის ქვეყანაში გაემგზავრა.

ცნობისთვის, 24 საათის განმავლობაში სულ 776 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა. ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა 2-მა პაციენტმა. მკურნალობას აგრძელებს 29 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები