ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები ე.წ სვანეთის კლასტერიდან არიან და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში, ამ დროისთვის, 21 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

“სამი ახალი პაციენტი დაგვემატა. სამივე მათგანი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა,მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.ამ დროისთვის, კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული,მათგან ექვს პნევმონია აღენიშნება. ინფიცირებულები კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ”,- განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ჯამში, 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა,მათგან 53-მა ვირუსი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები