ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ​ გამოკვლეული 230-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 25 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 230 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა – ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის 75 მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო გაგზავნილი. ტესტირება ჩატარდა რისკ ჯგუფების მიხედვით და გამოიკვლიეს: ე.წ ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 61 წარმომადგენელი, მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფი 29 პირი, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ორი, თვითიზოლაციიდან 36, მათ შორის 27 მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გამოკვლეულთა შორის იყო 46 შსს-ს თანამშრომელი, სამი მძღოლი, დიალიზზე მყოფი ათი პირი და ეპიდკერაში მყოფი 20 ადამიანი.

ამჟამად საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკა ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს დილით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები