რუხის კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 6 პაციენტმა დატოვა

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკა კოვიდინფექციისგან ​გამოჯანმრთელებულმა 6 პაციენტმა დღეს დილით დატოვა.

როგორც რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განაცხადა, პაციენტები ვირუსისგან სრულად განიკურნენ.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად, ვირუსის 11 დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტი გადის მკურნალობას, საიდანაც ერთი ასაკოვანი მამაკაცია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ყველა მათგანი ე.წ. ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.​ რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები