“მომავალი იწყება აქ” – “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით ჭიათურის სოფელ წასრში ახალგაზრდული პროექტი იწყება

„მომავალი იწყება აქ“, – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ჭიათურაში, სოფელ წასრში „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის იდეა ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა იაკობიძეს ეკუთვნის.
ცოტა ხნის წინ, 16 წლის მოზარდმა კომპანიას ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების სერიის ორგანიზების თხოვნით მიმართა. პროექტის ინიციატორის თქმით, მათ უპირველესად სურდათ, კვალიფიციური ტრენერის მიწვევა, რომელიც მათ უნარ-ჩვევების განვითარების, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და საკუთარი თავისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემდა.პროექტის ფარგლებში, მოზარდებთან პირველი შეხვედრა ტრენერ ნათია ქოიავასთან სწორედ აღნიშნულ თემაზე გაიმართა და ის გაცნობითი ხასიათის იყო. ახალგაზრდების სურვილით ტრენინგი ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

„ჩვენი პირველი ტრენინგის თემა – „შეიცანი საკუთარი თავი და უნარები“ იყო. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩვენთვის, ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხშირად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კვალიფიციური რჩევები პროფესიონალებისგან პირადად მივიღოთ. ძალიან დიდი მადლობა „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს, რომელმაც იდეა მოიწონა და მხარი დაგვიჭირა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ნამდვილად არის სტიმულისა და მოტივაციის მომცემი“, – აღნიშნა შეხვედრის მონაწილე მარიამ დოღაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები