გარდაბანში კორონავირუსისგან 12 ადამიანი განიკურნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში მცხოვრები 12 პირი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი თქმით გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში დღეს ეპიდემიოლოგები იმუშავებენ.

” ამ დროისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 61-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში იმუშავებს. გეგმურ ტესტირებას კორონავირუსზე, მარტყოფის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ჩაუტარებენ”, – განაცხადეს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები