ბათუმსა და ქობულეთში მეოთხე დღეა COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს

21 აგვისტოდან, ბათუმის ბულვარში, ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება.

კარვების გაშლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებით 214-მა მსურველმა ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.

„აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. აქ კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმში კარავები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევრიდან შეუძლია. ამ ეტაპისათვის, ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრება. პირი, რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, პასუხი 24 საათის განმავლობაში ეცნობება”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები