ლევან რატიანი: შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტების ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია.

„სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა შეინიშნება. ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება ყოველწუთიერი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
​ვიმედოვნებთ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ სამივე პაციენტთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები