სოფო კილაძემ და ამერიკელმა დიპლომატებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადამიანის უფლებების ოფიცერს უილიამ სიბერს და პოლიტიკურ ოფიცერს ივენ ელიოტს შეხვდა.
სოფო კილაძემ ამერიკელ დიპლომატებს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.