გლოვის დღესთან დაკავშირებით, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშვებულია ცენტრალური დროშა ქუთაისის შესასვლელში, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღიმართა.

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები