ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის“ საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ამასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და ნავთობკომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

კომპანია „გალფის“ საკალათბურთო კორტი ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე აშენდება. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ეს ზაზა ფაჩულიას სახელობის რიგით მეოთხე სტადიონია, რომელიც კომპანია გალფმა გახსნა. პირველი სტადიონი თბილისში, მეორე ქალაქ გორში, ხოლო მესამე ქალაქ სენაკში მდებარეობს.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი ოზურგეთში 2021 წელს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები