სოფელ სასაშში გამოკვლეული 176 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტ სოფელ სასაშში ეპიდემიოლოგებმა 176 პირის საკვლევი მასალა აიღეს და შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა, ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში GOVID-19-ის ორი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ცხელების ცენტრს სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა, ბიოლოგიური ნიმუშების ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნის შემდეგ კი, მათ კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდათ. პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები