ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, წყლის სათავე ნაგებობაზე მილი დაზიანდა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობაზე მილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდა.

200 აბონენტი წყლის გარეშე იყო დარჩენილი. სოფლის წყლის თანამშრომლებმა პრობლემის გამოვლენისთანავე მოახდინეს დროული რეაგირება. რთული პირობების მიუხედავად თანამშრომლების მიერ მოხდა მილის შეკეთება.

წყლის მიწოდება 200 აბონენტთან ამ ეტაპზე აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები