ლენტეხში გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან ოთხთან კავშირი აღდგენილია

მეოთხე დღეა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, იმ სოფლებში სადაც სტიქიამ გზები და შიდა სასოფლო ხიდები დააზიანა ,სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, საყდარის, დურაშისა და ტვიბის მიმართულებით მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება სოფელ მუწდს, ჩატეხილი ხიდის კაპიტალურ რეაბილიტაციამდე იქ დროებითი გზა უნდა მოეწყოს.

„ჯერჯერობით პრობლემად გვრჩება სოფელ მუწდთან მისასვლელი შიდა სასოფლო ხიდის აღდგენა, თუმცა რა სახით აღდგება კავშირი, ამის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა მიმდინარეობს და უახლოეს საათებში გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, დროებითი სავალი გზის მოწყობა პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის“,-განაცხადა ლენტეხის მერმა.

სტიქიის ზონაში სამუშაო ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას მედიკამენტებს და საკვებ პროდუქტებს აწვდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები