სოფელ კორბოულში ახალი ბაღი შენდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სისვაძეების უბანში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბაღი 2 ასაკობრივი ჯგუფის 50 ბავშვზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

მათივე ცნობით, ბაღის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მსგავსი სტანდარტების ბაღი შენდება, ასევე სოფელ მერჯევშიც, რომელსაც ასევე მუნიციპალური ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები