ბიძინა ივანიშვილი: შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

“შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს,”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები