აჭარაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, სამი კი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი.

ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობენ.

დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში კორონავირუსზე 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები