ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგადაც, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან: ტვიბთან, საყდარსა და დურაშთან დამაკავშირებელი გზები აღდგენილია.
 სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მაქარაშვილი, მოადგილეებსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან  სტიქიის  ადგილზე იმყოფება და პირადად ეცნობა ვითარებას.
მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას დაზიანებული მონაკვეთების სრულ აღდგენამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები